გახდი მოხალისე

ძვირფასო მეგობრებო!

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს თავშესაფარს არამხოლოდ ფინანსურად, არამედ პირადად მიიღოთ მონაწილეობა თავშესაფრის სამუშაო პროცესში.

შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ანკეტა.

ჩვენი ბინადრები სტუმრების მოხარულნი იქნებიან!

ეწვიეთ თავშესაფარს

გვეწვიეთ და შეიძინეთ ნამდვილი მეგობრები!

თუ თქვენ არშეგიძლიათ ძაღლის სახლში წაყვანა, ჩვენ მოხარული ვიქნებით ნებისმიერი თქვენი სხვაგვარი დახმარებისა.

დაგვიკავშირით!

579 74 22 88 ჩვენ სიამოვნებით გაგცემთ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე

კავშირი სკაიპით

Skype Me™!

კლინიკის შესახებ

ყველაფერი დაიწყო ილდარ ნევეროვის შვებულების დროს ბათუმში. მისმა ვაჟმა სახლში მოიყვანა უსახლკარო ლეკვი მოტეხილი თათით. სამწუხაროდ, ლეკვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ შემთხვევის შემდეგ ილდარი დაინტერესდა უსახლკარო ცხოველთა დაცვის შესახებ არსებული წესდებით და შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სიტუაცია აღმოჩნდა მძიმე. ნევეროვმა შესთავაზა დაეწესებინათ ვეტერინარული კლინიკა უსახლკარო ძაღლთა თავშესაფართან ერთად. ადგილობრივმა მთავრობამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა. ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში დაიწყო მშენებლობა. ხოლო, უკვე ნახევარ წელიწადში აჭარაში გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა და თავშესაფარი მიუსაფარი ძაღლებისთვის. 
ამჟამად ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს ლაბორატორია, ქორურგიული ბლოკი და უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარი.
თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჩვენთან კლინიკაში გამოკვლევაზე, გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინარ ექიმთან, აუცილებლობის შემთხვევაში თქვენმა შინაურმა ცხოველმა მიიღოს დახმარება.
კლინიკაშ ასევე მუშაობს ვეტ აფთიაქი და ზოომაღაზია.